კორონავირუსით თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი გარდაიცვალა

© Sputnik / Seyran Baroyanსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თელავში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. თავდაპირველად ის თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, იგი სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მამაკაცს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.487-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 198.387-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0