05:29 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
76 0 0

მთავრობის შემდგომი გადაწყვეტილებები დაკავშირებული იქნება მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში მიღწეულ შედეგებთან კორონავირუსის გავრცელების კუთხით.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. შედარებითი სტაბილიზაცია, რომელიც ამ დღეებში საქართველოში შეინიშნება, შეზღუდვების შედეგია და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველოში შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის შემდეგ კორონავირუსის აღმასვლის შეჩერება მოხერხდა, სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა ბოლო პერიოდის განმავლობაში უკიდურესი დატვირთვით მუშაობს და ის მაქსიმალურადაა დაინტერესებული, რომ შეზღუდვების შედეგად შემთხვევების მცირედი კლების ტენდენცია იყოს შენარჩუნებული. მისი განმარტებით, სრულ სტაბილიზაციაზე ჯერ ადრეა საუბარი.

„რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი, რადგან შეზღუდვები გრძელდება. მომდევნო ერთი კვირა, ათი დღე გარკვეულწილად საბოლოო სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს, და ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა) და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

კახი კავსაძემ კორონავირუსი დაამარცხა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194.900-ს მიაღწია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები