კახი კავსაძემ კორონავირუსი დაამარცხა

გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანისას მძიმედ ფასდებოდა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკიდან გაეწერა, იუწყება ქართული მასმედია. 

85 წლის კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. იგი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო ჩართული.

მსახიობთან ერთად კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდათ მისი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194.900-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 164.786 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.105), გარდაიცვალა 1.883 (ბოლო 24 საათში – 44) პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0