12:54 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (307)
112 0 0

დედაქალაქის მერია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას, ქვეყნის მოსახლეობას კი სადღესასწაულო განწყობის შექმნას ჰპირდება.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერია ახალი წლისთვის ესტრადის წარმომადგენლებს უყურადღებოდ არ დატოვებს და მათ საახალწლო კონცერტში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, რათა ქვეყნის მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობა შეექმნას.

ამაზე ხელისუფლება თანხის დახარჯვას გეგმავს, ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გეგმავს მერია საახალწლო ღონისძიებებზე ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვას. 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერია საახალწლო კონცერტისთვის 491 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამაზე მეტყველებს შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია.

„გავაუქმოთ ახალი წელი? თქვენ კულტურის წარმომადგენლები ადამიანებად არ მიგაჩნიათ და გგონიათ, მათ პრობლემები არ აქვთ? კულტურის სფერო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა პანდემიის გამო“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, შემსრულებლები და მუსიკოსები მერიისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებენ.

„როდესაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით ამ რთულ ვითარებაში. მომღერლები, ესტრადის წარმომადგენლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რათა მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა. კიდევ უფრო მეტი თანხა დაიხარჯება. ეს არ არის ერთადერთი კონცერტი. კონცერტები გაიმართება შობას და ძველით ახალ წელს“, – განაცხადა კალაძემ.

კორონავირუსის გართულებული ეპიდვითარების გამო საქართველოში ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებულია, ამიტომაც 31 დეკემბერს ვირტუალური გალა–კონცერტი გაიმართება.

თემები:
თბილისის მერია (307)

მთავარი თემები