საპროტესტო აქცია აჭარაში: პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა

© Sputnik / Seyran Baroyanაქცია ბათუმში
აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს – შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე ოთხი პირი დააკავა.

ავტონომიური რესპუბლიკის საკანონდებლო ორგანოს პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე და ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი მოძრაობა „ალტერნატივის“ დამფუძნებელი ხათუნა ბერიძეა. პოლიციამ იგი იმ დროს დააკავა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს შენობის კედელზე სტიკერების გაკვრას ცდილობდა. 

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდება

დაკავებას წინ უსწრებდა პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიციელები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ შენობაზე სტიკერები არ გაეკრათ, თუმცა ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

„აქციის ორი მონაწილე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. ისინი ცდილობდნენ ღობეზე ასვლას. დაცვის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს, რომ ჩამოსულიყვნენ ღობიდან და სხვა ფორმით გამოეხატათ პროტესტი. მათი მხრიდან არ მოხდა მოთხოვნის გათვალისწინება, რის გამოც ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს“, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციას მოძრაობა „იმოქმედეს“ და „ალტერნატივის“ წევრები მართავენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან სანაგვე ურნები მიიტანეს, რომლებზეც მიკრული იყო პოლიტიკოსების ფოტოები წარწერით: „მონობა ტეხავს“.

„კომუნისტური, საბჭოთა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ადრე თუ გვიან პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდებიან“, – განაცხადა მოძრაობა „ალტერნატივის“ ლიდერმა ხათუნა ბერიძემ.

უმაღლესი საბჭოს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.

კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ექნება – 14 ადგილი, დანარჩენი შვიდი – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. სხდომათა დარბაზში ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები ცარიელი იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0