16:07 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
59 0 0

ბოლო დღეებში შრომის ინსპექციამ 4000-მდე სხვადასხვა ობიექტი შეამოწმა, აქედან გააფრთხილეს 2670-მდე ობიექტი.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ფარგლებში მხოლოდ ბოლო 24 საათში 631 ბიზნეს-ობიექტი შემოწმდა, მათგან 408-ს ზეპირი რეკომენდაცია მიეცა, ორი კი დაჯარიმდა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინიატრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ფერაძის თქმით, საქმიანობა შეუჩერდა 43 ობიექტს. ინსპექტირების ფარგლებში მიმდინარეობს მომსახურების სფეროს ობიექტების განმეორებითი შემოწმებაც. ბოლო დღე-ღამეში 156 ობიექტის რემონიტორინგი განხორციელდა. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში ჯამში 31 ათასზე მეტი ობიექტი შემოწმდა.

„28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირების დროს გაფრთხილება გაიცა 20.797 ობიექტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6.018-ს, კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 27 ობიექტი“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში. კერძოდ, ქვეყნის დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები