შრომის ინსპეცია ბიზნეს-ობიექტების შემოწმებას აგრძელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი კაფე
დაკეტილი კაფე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღეებში შრომის ინსპექციამ 4000-მდე სხვადასხვა ობიექტი შეამოწმა, აქედან გააფრთხილეს 2670-მდე ობიექტი.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ფარგლებში მხოლოდ ბოლო 24 საათში 631 ბიზნეს-ობიექტი შემოწმდა, მათგან 408-ს ზეპირი რეკომენდაცია მიეცა, ორი კი დაჯარიმდა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინიატრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

პატრული - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოავლინა

ფერაძის თქმით, საქმიანობა შეუჩერდა 43 ობიექტს. ინსპექტირების ფარგლებში მიმდინარეობს მომსახურების სფეროს ობიექტების განმეორებითი შემოწმებაც. ბოლო დღე-ღამეში 156 ობიექტის რემონიტორინგი განხორციელდა. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში ჯამში 31 ათასზე მეტი ობიექტი შემოწმდა.

„28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირების დროს გაფრთხილება გაიცა 20.797 ობიექტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6.018-ს, კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 27 ობიექტი“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში. კერძოდ, ქვეყნის დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0