საგანმანათლებლო პროექტი: არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ინგლისურ ენას შეისწვლიან

გამოწერა
პროექტი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი ბენეფიციარების განათლების დონის ამაღლება და დასაქმებაა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ახალი საგანმანათლებლო პროექტი - ინგლისური ენის სწავლების კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ხერციელდება.

„ამ ეტაპზე პროექტში ჩართვის სურვილი 13-მა მსჯავრდებულმა გამოთქვა და მათთვის ინგლისური ენის სასწავლო კურსი ნულოვანი დონიდან დაიწყო. ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებელი გაკვეთილს კვირაში სამჯერ ატარებს. სასწავლო კურსი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და საკომუნიკაციო უნარები განივითარონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულები ინგლისური ენის კურსს ონლაინ რეჟიმში გაივლიან.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მშობლიური და უცხო ენების კურსები ამ ეტაპზე 4 პენიტენციურ დაწესებულებაში ტარდება ონლაინ–ფორმატში და სწავლებაში 26 არასრულწლოვანი, 11 სრულწლოვანი და 9 ქალი მსჯავრდებულია ჩართული.

ქალთა კოლონია - Sputnik საქართველო
საქართველოში პატიმრები უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებენ

„ცენტრი ბენეფიციარებს პროგრამებს დასაქმების მიმართულებითაც სთავაზობს. მათში, ჯამში, 18 პატიმარი მონაწილეობს. გარდა იმისა, რომ ჩართულობა მსჯავრდებულებს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ეხმარება, თვრამეტივე პატიმარი შესრულებული სამუშაოსათვის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებს“, - აცხადებენ უწყებაში.

პროექტში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ პირობით მსჯავრდებულებსაც. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში უკვე დასაქმდა ხუთი პირი დროებით, ხოლო სამი - ხანგრძლივი ვადით.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულების სწავლების, პროფესიული გადამზადებისა თუ დასაქმების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს.

პროექტის პარტნიორი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში 1993 წლიდან საქმიანობს. ის  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა და  ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის, განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სფეროებში თანამშრომლობას უწყობს ხელს. ორგანიზაციის მოქმედების არეალი ექვსი კონტინენტის 100-ზე მეტი ქვეყანაა, მათ შორიც საქართველოც.

ყველა ახალი ამბავი
0