13:41 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (379)
89 0 0

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში.

თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო „ყაზბეგი - ზემო ლარსის“ საკონტროლო პუნქტი ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა, ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (379)

მთავარი თემები