თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 7 დეკემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, აცხადებენ სააგენტოში.