12:28 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (246)
10420

პრობლემა, რომელიც 10 წელზე მეტია ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივს აწუხებდა, საბოლოოდ მოგვარდება – მთავრობის გადაწყვეტილებით, კლინიკა ახალ შენობაში დაიდებს ბინას.

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი გადაწყვეტილია და ის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის  ეთერში.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი, რომელიც COVID-19-ის პირველი შემთხვევიდან იღებს და მკურნალობს კორონავირუსის მქონე პაციენტებს,  წლებია, იჯარით აღებულ და მოუწესრიგებელ შენობაში ფუნქციონირებს. მიმდინარე წლის ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მლნ ლარს გამოყოფს და უახლოეს მომავალში ცენტრს ახალი თანამედროვე შენობა ექნება.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გაჩენის დღიდან ინფექციასთან ბრძოლის ფლაგმანი გახდა, არ ჰქონდა შენობა და ისინი მუშაობდნენ არა ცუდ, არამედ ღირსების შემლახავ პირობებში.

„ეს იდეალური შენობა იქნება, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი და შენობით, ყველაზე კარგი ჰოსპიტალი თბილისში. ასეთი შენობა არც ერთ ჰოსპიტალს არ ექნება. იმიტომ, რომ ეს შესანიშნავი ჰოსპიტლები აღჭურვილობით ევროპის დონეზე მყოფია, მაგრამ მათი უმრავლესობა გადაკეთებულია; იყო რაღაც ნაგებობა და მერე მიაშენ-მოაშენეს, დააშენეს და გააკეთეს, ეს კი ახალი პროექტია, თავიდან აშენებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თუ ტესტირების საშუალება არ გაქვთ: ცერცვაძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს >>

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია და თვითონ კლინიკა 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ" იყიდა. ამის შემდეგ საავადმყოფოს თანამშრომლებმა არაერთხელ დაიჩივლეს, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების მკურნალობისთვის და არ შეუძლიათ ამორტიზებული შენობის გარემონტება, რადგან ის კერძო მფლობელობაში გადავიდა. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდოდა, მაგრამ გავიდა წლები და პირობა პირობად დარჩა.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (246)

მთავარი თემები