06:47 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
201 0 0

თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ თვითმკურნალობისა და სხვადასხვა პრეპარატების მიღებისგან

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ტესტის ჩატარების საშუალება არ აქვს და კორონავირუსისა და გრიპისთვის დამახასიათებელი საერთო სიმპტომები აღენიშნება, უნდა ჩაითვალოს, რომ მას კორონავირუსი აქვს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

ცერცვაძემ მოქალაქეებს კოვიდინფიცირების შემთხვევის დროს გასათვალისწინებელი რჩევები მისცა და აღნიშნა, ამ დროს თვითმკურნალობა არ შეიძლება. 

 „მოსახლეობას კატეგორიულად არ ვურჩევ ექიმის დანიშნულების გარეშე დაიწყონ მკურნალობა. დაუშვებელია სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების  ან ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება. ვირუსისთვის დამახასიათებელი პირველივე სიმპტომებისთანავე უმჯობესია მიმართონ კლინიკას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძე მოსახლეობას პრევენციის მიზნით ურჩევს დღეში 3 ლიტრამდე სასმელი წყლის, ასევე C და D ვიტამინებისა და თუთიის მიღებას. ტემპერატურის მომატების შემთხვევაში კი მედიკამენტების პარაცეტამოლისა და იბუპრონის მიღებას.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. პანდემიის დაწყებიდან 152 ათასზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 126 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 1.425 ათასი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 24.349 აქტიური შემთხვევაა, მათგან ყველაზე მეტი – 13.779 პირი  მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

 ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო – შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში იმოქმედებს.


 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები