10:32 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
97 0 0

ტრასა, რომელზეც ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ ყველაზე „სწრაფ" და საშიშ ტრასად არის მიჩნეული მსოფლიოში. ქუმარიტაშვილმა დაშვების დროს მართვა დაკარგა და დაახლოებით 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ვანკუვერის ცენტრალურ პარკში ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

მემორიალის გახსნა კანადაში საქართველოს სალჩოსა და ვანკუვერის ქართული დიასპორის ხელშეწყობით მოხდა. 

Грузинский спортсмен-саночник Нодар Кумариташвили на старте во время первого тренировочного заезда в Ванкувере
© AP Photo / Elise Amendola
ნოდარ ქუმარიტაშვილი

 ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, „სტენლის პარკში“ განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

 „ბოლო წლებში კანადაში საქართველოს საელჩო, ვანკუვერის ქართული დიასპორის ორგანიზაციასთან ერთად, სპონსორობას უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომლის მიზანია კანადის საზოგადოებისთვის ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის ცნობადობის ამაღლება“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე წლის თებერვალში  2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან ათი წელი შესრულდა. 21 წლის სპორტსმენი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე საწვრთნელი დაშვების დროს, ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.

მთავარი თემები