https://sputnik-georgia.com/20201204/vankuvershi-nodar-qumaritashvilisadmi-mizgvnili-memoriali-gaixsna-250252893.html
ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ტრასა, რომელზეც ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ ყველაზე „სწრაფ" და საშიშ ტრასად არის მიჩნეული მსოფლიოში. ქუმარიტაშვილმა დაშვების დროს მართვა დაკარგა და დაახლოებით 145... 04.12.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-12-04T19:21+0400
2020-12-04T19:21+0400
2021-10-19T17:42+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250251911_0:184:1000:750_1920x0_80_0_0_6d6fa3cdc66749414956a308b54c66f9.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250251911_0:122:1000:750_1920x0_80_0_0_56c7c841b71611fa9735fd04cd2f4af7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
19:21 04.12.2020 (განახლებულია: 17:42 19.10.2021) ტრასა, რომელზეც ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ ყველაზე „სწრაფ" და საშიშ ტრასად არის მიჩნეული მსოფლიოში. ქუმარიტაშვილმა დაშვების დროს მართვა დაკარგა და დაახლოებით 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ვანკუვერის ცენტრალურ პარკში ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.
მემორიალის გახსნა კანადაში საქართველოს სალჩოსა და ვანკუვერის ქართული დიასპორის ხელშეწყობით მოხდა.
ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, „სტენლის პარკში“ განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.
„ბოლო წლებში კანადაში საქართველოს საელჩო, ვანკუვერის ქართული დიასპორის ორგანიზაციასთან ერთად, სპონსორობას უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომლის მიზანია კანადის საზოგადოებისთვის ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის ცნობადობის ამაღლება“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წლის თებერვალში 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან ათი წელი შესრულდა. 21 წლის სპორტსმენი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე საწვრთნელი დაშვების დროს, ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.