15:36 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2654)
1116 0 0

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და.

პლასტიკურმა ქირურგმა კოტე მათითაშვილმა, რომელმაც შემოქმედებითი პაუზა აიღო, ჟურნალ „თბილისელებთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენიმე თვეა ძველი ცხოვრება დაივიწყა, ალკოჰოლს აღარ მოიხმარს და მიხვდა, რომ ადამიანმა ფხიზლად უნდა იცხოვროს.

 

„აქამდე მოვიხმარდი ალკოჰოლს და მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. როცა მივხვდი, რომ ეს უნდა დამთავრებულიყო, დამთავრდა. გამოვფხიზლდი, გავიღვიძე და ახალი და ბედნიერი რეალობა დავინახე. ალკოჰოლს განსაკუთრებულად დიდი დოზით არ მოვიხმარდი, არც მიჯაჭვული ვყოფილვარ მასზე. უბრალოდ, მივხვდი, რომ ადამიანმა ტოტალურად ფხიზლად უნდა იცხოვრო“, – განაცხადა მათითაშვილმა.

მისი თქმით, თრობა და დესტრუქციული ქმედებები არც აქამდე ახასიათებდა, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ნებისმიერ საშუალებაზე დამოკიდებულება მარაზმია, რეალობა ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. ორი გზა არსებობს: პირველი – არდალევა, ესაა გზა ჯოჯოხეთიდან გასაქცევად. მეორე – ფხიზელი ცხოვრება, ესაა სამოთხისკენ გზა, რომელიც მან აირჩია.

ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი ორი წლის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული დიზაინერი ეკა ბალანჩივაძეა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა თაფ­ლო­ბის თვე თურ­ქეთ­ში გა­ა­ტა­რა. თანაცხოვრების დაახლოებით ერთი წლის თავზე, ივნისში მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს და ხელი მოაწერეს.

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს ერთ-ერთი სიმ­პათი­უ­რი ექი­მი მა­მა­კა­ცის წო­დე­ბას და რე­ი­ტინ­გებ­შიც ხში­რად ხვდე­ბა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი­ვეს ჰყავს შვი­ლე­ბი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2654)

მთავარი თემები