„ციფრული სწავლება რეალობა ხდება“ – Microsoft საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზე

© Pixabay / Pixabayკომპანია მაიკროსოფტი
კომპანია მაიკროსოფტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიაში შეაფასეს, თუ რამდენად წარმატებულად იყენებს საქართველოს განათლების სამინისტრო Microsoft-365-ის საგანმანათლებლო პროგრამებს სასწავლო პროცესში.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს – ამ შინაარსის სტატია ვიდეორგოლით Microsoft-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

Microsoft: ციფრული სწავლება საქართველოში მალე რეალობად იქცევა>>

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო Microsoft-365-ის საგანმანათლებლო პროგრამებს სასწავლო პროცესში წარმატებულად იყენებს. მას შემდეგ, რაც Microsoft Teams-ის ინტერფეისი და ყველა ონლაინ–გაკვეთილი ქართულ ვერსიაზე გადაეწყო, მომხმარებლის რაოდენობა სამ თვეში 750-დან 300 ათასამდე გაიზარდა, აღნიშნავენ კომპანიაში.

მოსწავლეები ინფორმატიკის გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
რამდენ მოსწავლეს არ აქვს საქართველოში წვდომა ინტერნეტთან? – UNICEF-ის მონაცემები

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში Microsoft-365-ს მრავალი სასარგებლო ფუნქცია დაემატა, მათ შორის ციფრული საგანმანათლებლო მასალის ბიბლიოთეკა და ჩატ–ბოტი ციფრული საგანმანათლებლო მასალის თემატურ საკითხებზე.

ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამა Minecraft Education Edition ქვეყნის 150-ზე მეტ სკოლაში დაინერგა, რაც თამაშზე დაფუძნებული გაკვეთილების განვითარებას ისახავს მიზნად. ეს მეთოდი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა მიმართული.

განათლების თანამედროვე სისტემაში არსებულ გამოწვევებზე კომენტარი საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც გააკეთა. მისი თქმით, ადამიანის საქმიანობაში 21-ე საუკუნეში ციფრულ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0