04:08 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (314)
1294 0 0

2020 წლის სექტემბრამდე პროგრამა Minecraft, სავარაუდოდ, საქართველოს საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში დაინერგება.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. კორპორაცია Microsoft-მა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვასა და უწყებასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას დადებითი შეფასება მისცა, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლე განათლების სისტემაში: სკოლებში პოპულარული თამაში Minecraft-ის მეშვეობით ისწავლიან>>

უწყების ინფორმაციით, კომპანიამ დეტალურად შეისწავლა სამინისტროს მიერ პანდემიისა და პოსტპანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლებისას „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროდუქტების დანერგვის პროცესი და ეს ნაბიჯები წარმატებულ ნიმუშად აღიარა.

„საქართველოს განათლების სამინისტრო განათლების სისტემაში მუდმივად ნერგავს ინოვაციას – ვირტუალურ კლასებს, ჩეთბოტებსა და თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, რათა ქვეყნის მასშტაბით მოხდეს ჰიბრიდული ტექნოლოგიებით გაჯერებული განათლების მიწოდება. ახალი რეფორმის გასააქტიურებლად სამინისტრომ სკოლებისთვის Microsoft 365 და Microsoft Teams პროგრამები შეარჩია“, – ნათქვამია Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში საუბარია სკოლებში პროგრამა Minecraft Education Edition-ის დანერგვის პროექტზეც.

„მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით საქართველოს დაახლოებით 150 სკოლაში საპილოტო რეჟიმში ჩაშვებულია Minecraft Education Edition პროგრამა, რაც გულისხმობს თამაშზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს უფრო შემოქმედებითად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბრამდე პროგრამა Minecraft, სავარაუდოდ, საქართველოს საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში დაინერგება.

Minecraft Education Edition – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

„ახალი სკოლის მოდელი" ოთხი წლის შემდეგ მთელ საქართველოს მოიცავს>>

ესაა ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ შემოქმედებითი დამოკიდებულება, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. Minecraft Education Edition – იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.

თემები:
განათლება საქართველოში (314)

მთავარი თემები