15:19 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
74 0 0

ცნობილი მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ კახი კავსაძე მალე გამოჯანმრთელდეს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე თავს უკეთესად გრძნობს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ მსახიობის ძმამ იმერი კავსაძემ.

მისი თქმით, მსახიობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კახი კავსაძე რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს.

„აბსოლუტური იმედი გვაქვს, რომ მკურნალობა სწორად მიმდინარეობს. რაც შეეხება ხელოვნური სუნთქვის აპარატს, ის მას არ დასჭირვებია, ვიღაცამ ფეიკნიუსი გაავრცელა. ის, უბრალოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს“, – აღნიშნა იმერი კავსაძემ.

კახი კავსაძის ძმამ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ თვითონაც დაინფიცირდა კორონავირუსით, მაგრამ თავს კარგად გრძნობს, ამიტომ სახლში, იზოლაციაში მკურნალობს.

კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს მოათავსეს.

85 წლის კახი კავსაძემ იუბილე 5 ივნისს აღნიშნა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

კინონოსტალგია: „ღვინის ქურდები“, დაწუნებული ელიბო და საშიში კავსაძე>>

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!“

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები