კავსაძე: მე ვიცოდი, რომ ის ჩემთვის მოკვდებოდა, მან იცოდა, რომ მე მისთვის მოვკვდებოდი

© photo: JAMnews Georgian / FBკახი კავსაძე
კახი კავსაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი კახი კავსაძე თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს ბელა მირიანაშვილს იხსენებს.
კავსაძე: მე ვიცოდი, რომ ის ჩემთვის მოკვდებოდა, მან იცოდა, რომ მე მისთვის მოვკვდებოდი

„მე შენ მიყვარხარ“, ამის თქმა როგორ შეიძლება?! ისე ვიქცეოდი, რომ მიმხვდარიყო. დიდი ხანი ვერ ვუბედავდი, მერე ვიფიქრე, დროა რამე მოვიმოქმედო. მე ვიცოდი, რამე რომ ყოფილიყო, ის მოკვდებოდა ჩემი გულისთვის, მანაც იცოდა, რომ მე მოვკვდებოდი მისი გულისთვის“, – ამბობს კახი კავსაძე.

კახი კავსაძე - საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი. 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. თეატრში არა ერთი სახასიათო როლი აქვს შესრულებული, 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის  ლაურეატია. კახი კავსაძე დღეს იუბილარია!

ყველა ახალი ამბავი
0