12:30 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
106 0 0

თუ საქართველოს მოქალაქეები არ დაიცავენ დადგენილ რეკომენდაციებს, ქვეყანა ვირუსს ვერ შეებრძოლება, აღნიშნავს ეპიდემიოლოგი.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საპროტესტო აქციებს აჭარაში უპასუხისმგებლობა უწოდა.

კარვები, ჯიხურები, პროტესტი: რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან>>

ბათუმში უვადო საპროტესტო აქციები 8 ნოემბერს დაიწყო. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი. ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი აქციების დროს არ იცავენ უსაფრთხოების ძირითად ზომებს – პირბადის ტარებასა და დისტანციას.

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესიც კი პანდემიის მართვას უნდა ემორჩილებოდეს.

„სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების. სწორედ ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს, ერთ-ერთი სწორედ ის შემზღუდველი ღონისძიებებია, რაც ქვეყანამ დააწესა. მაგრამ ერთია დაწესება და აღსრულება – მეორე. თუ მას არ აღვასრულებთ და თითოეული ადამიანი არ გავითავისებთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, ისე არაფერი გამოვა“, – განაცხადა გამყრელიძემ ბრიფინგზე.

საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაციისა და წესის დაცვა. მისი თქმით, პანდემია მძვინვარებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და პირველი და უმთავრესი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა.

„ეს პიკია" – გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე>>

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა. ყოველდღიურად ვირუსის დაახლოებით 4 ათასი შემთხვევა ვლინდება. ინფიცირებულთა რაოდენობის შესაკავებლად 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები დიდ ქალაქებში მოქმედებს, სადაც გაჩერებულია საქალაქო ტრანსპორტი, არ მუშაობს სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, სპორტდარბაზები, აუზები, ქვეყანაში მოქმედებს პირბადის რეჟიმი და იკრძალება ღამით გარეთ გასვლა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები