კარვები, ჯიხურები, პროტესტი: რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან

© Sputnik / Seyran Baroyanსაპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაპირისპირება საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე აქტივისტი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი შენობაში შესვლას შეეცადნენ.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება დაიძაბა – საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და შენობაში შეჭრას ცდილობენ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

საპროტესტო უვადო აქცია ბათუმში 8 ნოემბრიდან გრძელდება. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი.

პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში ხმაურია: საპროტესტო აქციის ფონზე ფიტნეს-ცენტრის შენობაში პოლიცია შევიდა

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური ორშაბათს დილიდან იყო. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მომხრეები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე აქტივისტმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა შენობაში შესვლა სცადეს. ამას პოლიციამ შეუშალა ხელი. აქტივისტების განცხადებით, მათ აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან ციხისძირის მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად სურდათ შეხვედრა.

„აქ ციხისძირის მოსახლეობა შეიკრიბა. ქობულეთის საკრებულოს წევრს ბონდო თედორაძეს უნდოდა შესვლა თორნიკე რიჟვაძესთან. უნდა გაეგო, როდის მოაგვარებს სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემას, მაგრამ არ შეუშვეს. მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში“, – განუცხადა ბაგრატიონმა ჟურნალისტებს.

ბათუმში ხმაურია: საპროტესტო აქციის ფონზე ფიტნეს-ცენტრის შენობაში პოლიცია შევიდა>>

„ნაცმოძრაობის“ წევრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, უწყვეტი აქცია გრძელდება. მოქალაქეებს მთავრობის შენობაში უნდოდათ შესვლა და მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა, ადგილზე იმყოფება ელგუჯა ბაგრატიონი, უმაღლესი საბჭოს წევრი, მაგრამ არც მას უშვებენ შენობაში, აღნიშნა მან.

Батумский фитнес - центр Реформер - Sputnik საქართველო
შრომის ინსპექციამ შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა

უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებას თავად აპირებენ. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადასატანი სავაჭრო კიოსკი მიიტანეს და შეკრებილებს დაჰპირდნენ, რომ არ დაემორჩილებიან ახალ შეზღუდვებს და „დაუმორჩილებლობის უბანს" მოაწყობენ.

დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები კიდევ რამდენიმე ჯიხურის მიტანას და ქუჩის ვაჭრობის მოწყობას აპირებენ, სადაც მოსახლეობას მისვლისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის ლიდერებმა კვირას ასევე განაცხადეს „სახალხო მერიის“ შექმნის შესახებ, რომელიც მოქალაქეებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0