პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები დროებით გაუქმდა

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიციხეში
ციხეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში არსებული ეპოდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან პენიტენციურ სისტემაში შეზღუდვები ამოქმედდა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით სარგებლობა შეუჩერდათ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

დაკეტილი ობიექტები თბილისში - Sputnik საქართველო
დღეიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

პაემნის შეზღუდვასთან ერთად 28 დეკემბრამდე შეიზღუდება ამანათების მიწოდებაც.

გადაწყვეტილება უწყებაში ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის N4109 ბრძანებაში „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ ცვლილებები შევიდა.

„შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპატიმრო - Sputnik საქართველო
პენიტენციური სამსახური: ხუთ პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები აამოქმედა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

ყველა ახალი ამბავი
0