მეტროს ქართველ მემანქანეებს ბელარუსელი მემანქანეები ჩაანაცვლებენ – რას გეგმავს მერია

გამოწერა
მეტროპოლიტენის მემანქანეთა პროფკავშირი განგაშს ტეხს და მემანქანეთა შორის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მეტროპოლიტენის მუშაობის საათების შემცირებას მოითხოვს.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მეტროპოლიტენის კორონავირუსით ინფიცირებულ მემანქანეებს აუცილებლობის შემთხვევაში ბელარუსელი სპეციალისტები ჩაანაცვლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. 

კორონავირუსის ეპიდემია. თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრო მუშაობდა და იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში – სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მეტროპოლიტენში 250 მემანქანე მუშაობს, მათგან დაახლოებით 20 ინფიცირებულია და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის. კომპანიაში უარყვეს მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეტროპოლიტენის მუშაობა საფრთხის ქვეშაა, რადგან მემანქანეთა დაახლოებით 20% კორონავირუსით არის ინფიცირებული.

„ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად კი მინსკთან თანამშრომლობის შეთანხმება გვაქვს, რომლის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ბელარუსიდან ჩამოვიყვანოთ. მეტრო არ გაჩერდება და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსი მემანქანეებს გეგმური ტესტირების დროს გამოუვლინდათ, რომელიც უსაფრთხოების მიზნით პერიოდულად უტარდებათ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროში უსაფრთხოების ზომები დაცულია: ხდება მეტროს სადგურების დეზინფექცია, მოწმდება მგზავრების მიერ პირბადის ტარება, რეგულირდება მგზავრთა ნაკადი.

ყველა ახალი ამბავი
0