პენიტენციური სამსახური: ხუთ პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა

© Pixabay / Pavlofoxსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკაში მათზე კონტროლი განხორციელდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რათა არ იყოს ამ პატიმრებთან ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსი კლინიკაში მკურნალობის დასრულების შემდეგ საპატიმროში დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს დაუდასტურდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის

დადგენილი წესების თანახმად, საკანში მოთავსებამდე ყველა მსჯავრდებულს საკარანტინო სივრცეში ათავსებენ.

სამსახურის მონაცემებით, ხუთივე მსჯავრდებულმა აუცილებელი მკურნალობა ჩაიტარა სამოქალაქო კლინიკებში, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ ისინი საპატიმროში დაბრუნებამდე საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. კარანტინში ყოფნის მე-12 დღეს, როდესაც ისინი საკანში უნდა გადაეყვანათ, მათ ვირუსი დაუდასტურდათ.

ამ ეტაპზე ინფიცირებული პირები სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკაში არიან მოთავსებული, მათთან დაავადება უსიმპტომოდ, მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს. კლინიკაში მათზე კონტროლი განხორციელდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით.

რაც შეეხება დაწესებულების თანაშრომლებს, რომელთაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) არიან აღჭურვილი და ყოველ 72 საათში ერთხელ ტესტირება უტარდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0