ლევან რატიანი: უნდა გავერთიანდეთ, რომ გადარჩენა შევძლოთ

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების გამო ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია – ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას დამატებითი აკრძალვების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თუ ერთმანეთის მოვლას და მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი, რომ გადავრჩეთ, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. 

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
„ადგილები აღარ არის“ - რას ამბობენ კლინიკების დირექტორები გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება ახალი ანტირეკორდები ინფიცირებულთა რაოდენობისა და ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის კუთხით. გასულ დღე-ღამეში პაციენტების რაოდენობა 3958-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველ ექიმები ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. ისინი ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ, მოქალაქეებს კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ძალიან რთულია, როდესაც პაციენტი შველას გთხოვს და ვერ ეხმარები. იმედია, ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი – „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ყველა მხარე ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ – რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანას ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. თუ გავერთიანდებით, ქვეყანა გადარჩება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს. ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების გამო ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია. გუშინ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებთან და კლინიკების დირექტორებთან შეხვედრები გამართა. განხილვის თემა ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების არეალის გაფართოება იყო. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს. 

სისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი - Sputnik საქართველო
სისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვერ გამოაცხადებს სისტემურ „ლოკდაუნს“ – ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 108.690-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 89.170 შეადგინა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0