ჯანდაცვის მინისტრი მიზნობრივი შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს

© Facebook / Government of Georgiaეკა ტიკარაძე
ეკა ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შექმნილი ეპიდვითარების ფონზე ნათელია, რომ სამედიცინო სექტორი საკუთარი ძალებით, მიზნობრივი შეზღუდვების გარეშე, კორონავირუსს ვერ გაუმკლავდება.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ სამედიცინო სექტორი კოლაფსის ზღვარზეა და პანდემიის შესაკავებლად აუცილებელია დამატებითი შეზღუდვების შემოღება.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, არ შეიძლება დამოკიდებული იყო მხოლოდ ადამიანების ქცევაზე, მოწოდებებსა და რეკომენდაციებზე, ნებისმიერი ქვეყნის რესურსი, მათ შორის საქართველოსი, ამოუწურავი არაა. 

მომხმარებლები პირბადეებით - Sputnik საქართველო
მთავრობაში სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეზღუდვაზე მსჯელობენ

„რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დამატებითი შეზღუდვების შემოღება და არ შეიძლება დამოკიდებული იყო მხოლოდ ადამიანების ქცევაზე, მოწოდებებსა და რეკომენდაციებზე. ჩვენ ამ მიმართულებით ეპიდემიოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები უნდა იყოს მიზნობრივი, რასაც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაცილებით დიდი ეფექტი ექნება, და, ამასთან, ნაკლებად მტკივნეული იქნება ეკონომიკისთვის.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე COVID-19-ის 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში უკვე მოქმედებს რიგი შეზღუდვები: პირბადის ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, ასევე 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0