New York Times: საქართველოში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მძიმე კოვიდ–სტატისტიკაა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიქალი პირბადით
ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს – ყოველდღიურად მყარდება ანტირეკორდები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა კუთხით.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველო 100 ათას სულ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია, შესაბამის სტატისტიკას აქვეყნებს გაზეთი The New York Times

სისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი - Sputnik საქართველო
სისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი

გამოცემის მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში 100 ათას სულ მოსახლეზე 2,8 ათასი ინფიცირებული მოდის, რაც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

საქართველოსთან ერთად „შავ სიაში“ მოხვდნენ ლუქსემბურგი, მონტენეგრო და სერბეთი.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში, რომელიც პანდემიის დასაწყისში დიდი დროის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობით ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, სექტემბერში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირების ორნიშნა დღიური მაჩვენებელი მალე სამნიშნა გახდა, ბოლო დღეებში კი ოთხნიშნა რიცხვებითაა გამოხატული. მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

ოფიციალური ვებ-გვერდის StopCov მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 108.680-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0