სტამბულში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისტამბული
სტამბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგრანტო პროგრამის ფარგლებში საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. სტამბულში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბულში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ მსოფლიო საპატრიარქოს გენერალურ მდივანთან და ქართული სამრევლოს წინამძღვართან ერთად, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კურთხევით, საზეიმო ვითარებაში გახსნეს სტამბულის ქართული საკვირაო სკოლა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ელჩმა საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი და სახელმძღვანელოები შეიძინა.

საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბულში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე სტამბულის ედირნექაფის წმინდა გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ. ლიტურგია ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, მამა ილიამ (ჯინჯოლავა) აღასრულა, რომელსაც მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი იოაკიმე ბილისი ესწრებოდა.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში.

„დიასპორასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0