თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღამისთევის მსახურება წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში აღავლინა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ყველა მოქმედ ეკლესია–მონასტერში წირვა–ლოცვა ტარდება.
ილია მეორემ მრევლი დალოცა და გიორგობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.
„წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – ბრძანა პატრიარქმა მსახურების ბოლოს.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
საქართველოში 23 ნოემბერი უქმე დღეს არის გამოცხადებული.