ილია მეორე: წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბერი ქვეყანაში ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღამისთევის მსახურება წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში აღავლინა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

ხახულის ხატის ფრაგმენტის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას საქართველოს სხვადასხვა კუხეებში – წინაპართა ტრადიციები

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ყველა მოქმედ ეკლესია–მონასტერში წირვა–ლოცვა ტარდება.

ილია მეორემ მრევლი დალოცა და გიორგობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.

„წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – ბრძანა პატრიარქმა მსახურების ბოლოს.

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.

საქართველოში 23 ნოემბერი უქმე დღეს არის გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0