10:10 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2590)
227 0 0

ასოციაციის წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობენ

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.

სერგეენკო: მართლაც არ გვაქვს მარტივი მდგომარეობა >>

ასოციაციის წარმომადგენლები ტიკარაძეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ჯანდაცვის სექტორი უზარმაზარი რაოდენობის გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ამ დროს კი უწყების ხელმძღვანელს მათთან საბრძოლველად გამოცდილება აკლია.

ასოციაციის ხელმძღვანელის, ვილი პაჭკორიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა, რამაც ინფექციის გავრცელებაზე და სიკვდილიანობის ზრდაზე იმოქმედა.

„დროულად არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები“, - განაცხადა პაჭკორიამ.

ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“ მთავრობას შემდეგს სთავაზობს:

  • მინისტრ ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა და ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო მისი პასუხისგებაში მიცემა;
  • თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მინისტრის ყველა მოადგილე, დეპარტამენტის და სამსახურების უფროსები;
  • ჯანდაცვის სისტემა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით.

ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ფიქსირდება კორონავირუსის მეორე ტალღა, რომლის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ქვეყანაში 93 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 853 ადამიანი.

ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2590)

მთავარი თემები