02:44 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2553)
60 0 0

ახალშობილი ხუთ კილოგრამს იწონის და 54 სანტიმეტრი სიგრძის დაიბადა. დედაცა და შვილიც თავს კარგად გრძნობენ.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის კოვიდ–კლინიკა „ბომონდის“ სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ინფიცირებულ პაციენტს ჯანმრთელი და დიდი ბიჭი ეყოლა, რომელიც კლინიკის თანამშრომლებმა მაშინვე „გოლიათად“ მონათლეს, ნათქვამია კლინიკის Facebook-გვერდზე.

ახალშობილი, რომელიც საკეისრო კვეთის გზით დაიბადა, იწონის 5 კილოგრამს და მისი სიმაღლე 54 სანტიმეტრია.

პირველი დღიდანვე პირბადით: ორსულობა და მშობიარობა COVID-19-ის პერიოდში - ფოტო>>

„გოლიათის“ დედა ორსულობის 39-ე კვირაზე კლინიკაში დადასტურებული კორონავირუსით გუშინ შევიდა. როგორც ექიმები აღნიშნავენ, მას ჰქონდა ტემპერატურა და ზოგადი სისუსტე.

„ამ დროისათვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ჩვენი განყოფილების მთელი გუნდი, ექიმებიდან დაწყებული ექთნითა და ექთნის დამხმარეებით დამთავრებული, მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ორსულებს ოჯახური გარემო შევუქმნათ და ასეც არის. განყოფილებაში პატარა კოვიდ-სამყარო გვაქვს“, – განაცხადა კოვიდ-ცენტრის მეან–გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ.

ამ დროისათვის კლინიკა „ბომონდში“ 52 ორსული და მელოგინე იმყოფება. განყოფილებაში ოთხი ჩვილია კორონავირუსზე ეჭვით – ექიმები ტესტის შედეგებს ელოდებიან. გუშინ საავადმყოფოდან დედასთან ერთად გამოჯანმრთელებული გაწერეს 15 დღის ჩვილი, რომელსაც მანამდე კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული.

ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 26 დღის ჩვილი მკურნალობს. ის დედასთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ხუთი დღის წინ შეიყვანა. ჩვილის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ქუთაისში კორონავირუსისგან 25 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა>>

კლინიკის კოვიდ–ცენტრში ამჟამად 120 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სულ „ბომონდში“ პანდემიის დაწყებიდან დღემდე 350 პაციენტი განკურნეს.

26 თებერვლიდან, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, დღემდე საქართველოში ინფიცირებულია 93 092 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 73 877, გარდაიცვალა 853 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2553)

მთავარი თემები