11:41 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ფოტო

პირველი დღიდანვე პირბადით: ორსულობა და მშობიარობა COVID-19-ის პერიოდში - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
328 0 0
© REUTERS / Antara Foto/Rivan Awal Lingga
სიცოცხლის პირველი წუთებიდან - ნიღბით. მედდებს ახალშობილი ჩვილები უჭირავთ ხელში, ინდონეზია

ბავშვის დაბადება სასიხარულო მოვლენაა, თუმცა წელს ახალმა კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ მიმდინარეობდა ორსულობა და მშობიარობა COVID-19-ის დროს

ვირუსი COVID-19 არ არის საშიში ჯანმრთელი ორსულებისთვის, მაგრამ დიდ რისკს წარმოადგენს იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სასუნქთი გზების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ენდოკრინოლოგიური დარღვევები ან ონკოლოგიური პრობლემები.

როგორც წესი, ორსულებს კორონავირუსის დადებითი ტესტის შემთხვევაში ბავშვი ჯანმრთელი იბადება, სამედიცინო პრაქტიკაში არ არის მონაცემები იმის შესახებ, რომ ინფექციას პლაცენტაში შეეღწია. ასევე არ დადასტურებულა, რომ კორონავირუსი ნაყოფის გენეტიკურ დარღვევებს იწვევს.

თუმცა, თუ ორსულობის დროს ნაყოფს დედის ორგანიზმი იცავს, დაბადების შემდეგ ბავშვს კორონავირუსთან ბრძოლა დამოუკიდებლად მოუწევს.

დღეისათვის, ექიმები დედებს არ ურჩევენ СОVID-19-ით დაავადების შემთხვევაში ძუძუთი კვებაზე უარის თქმას. არ არსებობს დასტური იმის შესახებ, რომ ვირუსი რძით გადაიცემა.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები