ქუთაისში კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით კიდევ ოთხი ჩვილია მოთავსებული, ექიმები ტესტის პასუხებს ელოდებიან.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის „კლინიკა ბომონდში“ ახალი კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახალშობილი - Sputnik საქართველო
ქუთაისში კორონავირუსისგან 25 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

ჩვილი ოთხი დღის იყო, როდესაც ინფექცია დაუდასტურდა და კლინიკაში 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ქუთაისში კიდევ ერთი ინფიცირებული ახალშობილი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით 26 დღის ჩვილს მკურნალობენ. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში დედასთან ერთად ხუთი დღის წინ შეიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

განყოფილებაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით კიდევ ოთხი ჩვილია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

„კლინიკა ბომონდში“ 120 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 350-ზე მეტია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 89 ათასს გადააჭარბა, 71 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0