ქუთაისში კორონავირუსისგან 25 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გასულ კვირაში კორონავირუსის ინფექცია 102 წლის პაციენტმა დაამარცხა, რომელიც კლინიკაში ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადაიყვანეს.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში კორონავირუსისგან 25 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყველაზე პატარა პაციენტი, რომელიც კლინიკაში ათი დღე იმყოფებოდა, საავადმყოფოდან გუშინ გაეწერა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 79 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 62 ათასზე მეტი. გარდაიცვალა 703 პაციენტი.

COVID-19 საქართველოში: ინფექციის გავრცელების დღიური სტატისტიკა რეგიონების მიხედვით>>>

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა – ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა სამი ათასს გადააჭარბა.

ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა. 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იკრძალება როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადააადგილება. მოქმედებს სხვა აკრძალვებიც.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0