11:25 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
60 0 0

მიუხედავად ამისა, ევროპის მასშტაბით საქართველო ინგლისურის ცოდნის დონით ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ინგლისური ენის ცოდნის მხრივ საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილს იკავებს და უსწრებს სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს, აღნიშნულია უცხო ენების შესწავლის საერთაშორისო კომპანია Education First-ის რეიტინგში.

სულ EF English Proficiency Index-ის (EF EPI) 2020 წლის რეიტინგში 100 ქვეყანა შევიდა. ადგილები რეიტინგში 18 წელს ზემოთ ასაკის 2,2 მილიონი ადამიანის ტესტირების შედეგების საფუძველზე განისაზღვრა.

შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე ცუდად ინგლისური ევროპის 34 ქვეყანას შორის იციან აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში. ამ ქვეყნებს მოსდევს საქართველო.

რაც შეეხება გლობალურ მასშტაბებს, საქართველო ცხრა პოზიციით – 56-დან 47-ე ადგილზე დაწინაურდა. ამგვარად, ახლა საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, სადაც ინგლისური ენის ცოდნა ფასდება როგორც „საშუალო“. და მაინც, ეს საუკეთესო მაჩვენებელი არაა – ქვეყანას 2018 წელს 45-ე პოზიცია ეკავა.

როგორც მსოფლიო, ისე ევროპის მასშტაბით ინდექსის სათავეში არიან ნიდერლანდები, დანია და ფინეთი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინგლისური ყველაზე ცუდად იციან იტალიასა და ესპანეთში. მსოფლიოში კი სიის ბოლოს ტაჯიკეთია.

EF-ის კვლევამ აჩვენა, რომ ინგლისური ენის ცოდნის საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში გაუმჯობესდა. ამასთან ენა ყველაზე კარგად იციან 26–30 წლის ადამიანებმა, მეორე ადგილზე კი არიან 21–25 წლის ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირები.

მთავარი თემები