თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს ქართულენოვანი მოსახლეობის უმრავლესობამ რუსული ენა კარგად ან საშუალო დონეზე იცის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მკვლევარები გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
ოქროს ფასად: რატომ ანიჭებენ უპირატესობას რუსულენოვან ძიძებს საქართველოში>>
კვლევამ აჩვენა, რომ რუსული ენა სხვადასხვა დონეზე გამოკითხულთა 90%-მა იცის.
რუსული ენის ცოდნის დონე | გამოკითხულთა წილი |
მაღალი | 24% |
საშუალო | 45% |
საწყისი დონე | 23% |
არ იცის | 8% |
რაც შეეხება არაქართულენოვან მოსახლეობას, ინტერვიუს დროს აღმოჩნდა, რომ საშუალო დონეზე ქართული ენა იცის მხოლოდ 14%-მა, 50%-მა იცის საბაზისო სიტყვები და ფრაზები, ხოლო 37%-მა – საერთოდ არ იცის სახელმწიფო ენა.
ტელეფონით 1 550 ადამიანის გამოკითხვა ჩატარდა 26–30 ივნისის პერიოდში. ცდომილება +/-2%-ს შეადგენს.