18:33 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2586)
54 0 0

„საქნახშირში“ სულ 1170 ადამიანია დასაქმებული. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თანამშრომლების ძირითად ნაწილს იზოლაციაში გადაიყვანენ.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. „საქნახშირის“ 144 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კომპანიამ საწარმოო პროცესი ორი კვირით შეაჩერა, ნათქვამია „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს.

„13 ნოემბერს PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ–დადებითია 144 ადამიანი“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, „საქნახშირში“ სულ 1170 ადამიანია დასაქმებული.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ–ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, „საქნახშირის“ შახტებში და მიწისზედა კომპლექსში COVID-19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. „საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.117-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 85.952-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68.929 ადამიანი, გარდაიცვალა 778 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2586)

მთავარი თემები