თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.117-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 85.952-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68.929 ადამიანი (აქედან 3.638 ბოლო 24 საათში), გარდაიცვალა – 778, კარანტინის რეჟიმშია 2.797, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.662 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.351 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.