საქართველოში ფულის გათეთრებასთან ბრძოლა დადებითად შეფასდა – ექსპერტთა ანგარიში

© photo: Sputnik / Stringerდოლარის კუპიურები
დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Moneyval-ის ანგარიში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ეროვნული ჯგუფის მიერ ღონისძიებების შემუშავებისას რეკომენდაციების დაცვის შეფასებას მოიცავს.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა Moneyval-მა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული ზომები უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლაში, იუწყება საქართველოს პროკურატურა. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
„თიბისი ბანკის“ მეშვეობით ფულის გათეთრების სქემა არსებობდა: უცხოელი მრჩეველები ადასტურებენ

საქართველოს პროკურატურისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა, აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელმა რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა.

Moneyval-ის ანგარიში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის, ასევე მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის ეფექტურობის შეფასებას მოიცავს.

შეფასების თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტიანი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. ამასთან, საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოები სათანადო რესურსითაა უზრუნველყოფილი. უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ადეკვატური რესურსები და წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის.

სამართალდამცველი უწყებები, განსაკუთრებით კი საქართველოს პროკურატურის სპეციალიზებული დანაყოფი, ეფექტურად იძიებენ ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს ფართო საგამოძიებო ტექნიკის გამოყენებით. 

„თიბისი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
ფულის გათეთრების საქმე: ბიზნესმენ წერეთლის ვაჟი შეშფოთებულია თავისი "TV პირველის" გამო

საგამოძიებო უწყებებს შორის ასევე არსებობს ქმედითი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რომელიც საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა გააძლიერა, აღნიშნავენ უწყებაში.

„ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში არ არსებობს იურიდიული ან სტრუქტურული ხელის შემშლელი ფაქტორები ფულის გათეთრების შემთხვევებზე დევნის დასაწყებად... საქართველოში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ტიპის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ასევე ქართული კანონმდებლობით შესაძლებელია დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციისთვის პირის მსჯავრდება. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენება ცხადყოფს ქართული მხარის პასუხისმგებლობას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ კუთხით პროკურატურის მუშაობა ასევე პოზიტიურად შეფასდა ვიზალიბერალიზაციის მზადების პროცესშიც.

საქართველოს პროკურატურა შემდგომშიც გააგრძელებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარებას, ასევე ევროპის საბჭოს კომიტეტის (Moneyval) შეფასების პროცესში მიღებული რეკომენდაციების იმპლემენტაციას, აცხადებს პროკურატურა.

ყველა ახალი ამბავი
0