08:45 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2564)
91 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.157-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 82.835-ს მიაღწია.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.157 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.249 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარაა, შემდეგ კი იმერეთი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 516, იმერეთი – 477, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 212, შიდა ქართლი – 181, ქვემო ქართლი – 178, გურია – 82, კახეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი: თბილისში – 15, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – შვიდი, შიდა ქართლში – ორი, ქვემო ქართლში – ერთი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 733 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.785 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.658 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.652, იმერეთში – 1.143, აჭარაში – 930.

787 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 363 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 110, იმერეთში – 27. კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 3.315 ადამიანი, მათ შორის, 1.565 – აჭარაში, 1.248 – თბილისში, 229 – იმერეთში. 7.812 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 425, აჭარაში – 1.540, ხოლო იმერეთში – 32.

თვითიზოლაციაში იმყოფება 43.263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6.671 პირი, აჭარაში – 18.460, იმერეთში - 4.921.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 82.835-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2564)

მთავარი თემები