08:00 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (345)
116 0 0

წელს პირველად ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ტარდება. კერძოდ, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ მონაწილეობა.

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ორშაბათს, 16 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად ოლიმპიადის პირველ ტურში  მოსწავლეები დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღებენ მონაწილეობას. ამისათვის მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ბმული უნდა გამოიყენონ შესაბამისი განრიგის მიხედვით.

სისტემა მთელი დღის განმავლობაში, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი და მოსწავლეს შესაძლებობა ექნება, მისთვის სასურველ დროს დაიწყოს ტესტზე მუშაობა.

„მიღებულ ქულას ოლიმპიადაში მონაწილე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო ინფორმაცია იმის თაობაზე, შეძლო თუ არა მან მეორე ტურში გადასვლა (მოხვდა საუკეთესო შედეგის მქონე 1000 მოსწავლეს შორის), მიეწოდებათ სკოლებს სპეციალური პროგრამის საშუალებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 ათასზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.

ოლიმპიადის მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებენ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებში ტარდება. სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვის საშუალება საბაზო საფეხურის მოსწავლეებსაც აქვთ.

 

თემები:
განათლება საქართველოში (345)

მთავარი თემები