საქართველოს ათ ქალაქში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

© Pixabay / Wokandapixსაკლასი ოთახი
საკლასი ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება შეეხება თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბანის საჯარო სკოლებს.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს დიდ ქალაქებში საჯარო სკოლები ოთხშაბათიდან, 4 ნოემბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ. 

აქცია - Sputnik საქართველო
პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, აჭარის რეგიონის, ასევე გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბანის საჯარო სკოლებში.

"აღნიშნული გადაწყვეტილება ზემოთ დასახელებულ ქალაქებში ეპიდვითარების გაუარესებისა და მობილობის პრევენციის მიზნით იქნა მიღებული", – განაცხადა დგებუაძემ.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3 080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0