11:04 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2623)
124 0 0

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ესწრებოდა და აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მალახაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც დღეს ოპოზიციის მიერ პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებულ დედასთან, ელენე მაჩალიკაშვილთან კონტაქტი არ ჰქონია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მალხაზ მაჩალიკაშვილის დედას, ელენე მაჩალიკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მას მკურნალობის კურსი თელავის საავადმყოფოში უტარდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ესწრებოდა და აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა. მას ვირუსზე ტესტი არ ჩაუტარებია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 76658-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 161), კარანტინის რეჟიმშია 2 425, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 355 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 361 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2623)

მთავარი თემები