04:42 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
108 0 0

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა ლონდონში. ადგილობრივი ექსპერტიზის მონაცემებით, 58 წლის მეწარმის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა იქცა.  

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მეწარმისა და რეფორმატორის კახა ბენდუქიძის ქალიშვილს ანა ბენდუქიძეს ვაჟი შეეძინა.

ანასტასიამ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია თავად გაავრცელა.

 „6 წლის განმავლობაში, 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემთვის. ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულის ნაწილი. ბედის ირონია, ეს მაშინ გავიფიქრე, როდესაც ექიმმა შვილის დაბადების თარიღად 13 ნოემბერი დამისახელა. ჩემმა ბიჭმა გადაწყვიტა 3,5 საათით ადრე მოვლინებოდა სამყაროს. ასე რომ, 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ალექსანდრე მხეიძე დაიბადა – წონა 3,7 კგ და სიგრძე 51 სმ. ჩემი პატარა თავს კარგად გრძნობს“, – დაწერა ანასტასიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. 

  

2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ, ჩემი გული აივსო სიყვარულითა და სიხარულით. დარწმუნებული ვარ, კახა თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს უღიმის”, დასძინა ანასტასიამ.

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა ლონდონში. ადგილობრივი ექსპერტიზის მონაცემებით, 58 წლის მეწარმის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა იქცა.  

კახა ბენდუქიძის ქალიშვილის არსებობის თაობაზე მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ანასტასია გონჩაროვა დაკრძალვაზე ჩამოფრინდა. მაშინ გაირკვა ისიც, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ამას არ აფიშირებდნენ. ანასტასია გონჩაროვა 1990 წლის 1 ნოემბერსაა დაბადებული. 

2015 წელს ანასტასიამ კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებული „ცოდნის ფონდის“ ნახევარი წილის მართვის უფლება მიიღო. ეს უფლება იმ პროექტების დაფინანსების საშუალებას იძლევა, რომელთაც ბენდუქიძე უმთავრესად თვლიდა — თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტები.

მთავარი თემები