კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია გათხოვდა

© FB / Natia Samushiaანასტასია ბენდუქიძე საქმროსთან ერთად
ანასტასია ბენდუქიძე საქმროსთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სახლში მისული ანასტასია ბენდუქიძის ფოტოები „ფეისბუქით“ გავრცელდა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია გათხოვდა და ქორწინება იუსტიციის სახლში გააფორმა.

ქორწილისთვის ანასტასია ბენდუქიძემ საკმაოდ მოკრძალებული თეთრი აჟურული კაბა, შავი ხელჩანთა, ლამაზი საყურეები და „ცხენის კუდად“ განასკვული ვარცხნილობა აირჩია. ასევე უბრალოდ და თავისუფლად გამოიყურებოდა სასიძოც: ჰალსტუხისა და კოსტიუმის გარეშე. მას თეთრი პერანგი და ნაცრისფერი შარვალი ეცვა.

საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ანასტასიას ქორწილის ფოტოები ჯერ არ აუტვირთავს, თუმცა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ საქმროსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თბილი სტატუსიც დაურთო.

„შენ ყველაზე მაგარი, ჭკვიანი, ყველაზე საყვარელი და ყველაზე უბრალო ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია“, — დაწერა ანასტასიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0