კორონავირუსის დამარცხება ნებისმიერ ასაკში შეიძლება – ქუთაისში 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

© courtesy of A. Katamadzeმოხუცის ხელი, არქივის ფოტო
მოხუცის ხელი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 3 342 ადამიანი შეემატა და მათი რაოდენობა 55 511 გახდა.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა 102 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში დაინფიცირდა. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ასაკოვანი ქალის ხელები - Sputnik საქართველო
ვირუსთან გამკლავება ხანდაზმულებსაც შეუძლიათ: სათნოების სახლის 11 ბინადარი გამოჯანმრთელდა

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე განმარტავს, 102 წლის პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან მას ხვალ გაწერენ.

ნოემბრის დასაწყისში ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში რამდენიმე ბენეფიციარსა და თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პანსიონატში, სადაც 98 ბენეფიციარი ცხოვრობს, კარანტინია გამოცხადებული.

ბოლო პერიოდში იმერეთის რეგიონში, აჭარისა და თბილისის მსგავსად, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დღეს რეგიონში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 55 511 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 636 ადამიანი.

პრემიერი: პირველ რიგში გავუფრთხილდეთ რისკ-ჯგუფებს, მოხუცებს...>>

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 447 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში 3 413 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 957 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0