20:52 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2588)
63 0 0

სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი თავს კარგად გრძნობს და ბინაზე მკურნალობს. მინისტრი მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღნიშნულია უწყების Facebook-გვერდზე.

ამ დროისათვის ლევან დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში გადის.

კორონავირუსი ქართულ ოპოზიციაში: „ლელოს“ ლიდერი კვლავ საავადმყოფოშია>>

მინისტრი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

„იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი, შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ამ დრომდე კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს, ქობულეთის, ლანჩხუთის, წალენჯიხის მერებს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და სხვა საჯარო მოხელეებს.

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 66561-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვი 566-ს შეადგენს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2588)

მთავარი თემები