05:12 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (572)
162 0 0

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მასშტაბური კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ კორონავირუსზე PCR-ტესტის პასუხები ნახევარზე მეტ შემთხვევაში ცრუ შედეგს აჩვენებს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის გამოსავლენმა PCR–ტესტებმა ცრუ უარყოფითი შედეგების მაღალი პროცენტი გამოავლინა, ნათქვამია მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Clinical Infectious Diseases. აღნიშნულ კვლევას სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა.

მეცნიერების თქმით, იმის გამო, რომ PCR–ტესტები ნახევარზე მეტ შემთხვევაში ცდება, დიაგნოზის დასასმელად ალტერნატიული მეთოდების მოძებნაა აუცილებელი. სწავლულები ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზის დასასმელად ექიმებმა უპირველესად ფილტვების დაზიანების ხასიათი და სიმპტომები უნდა გაითვალისწინონ.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა 3,5 ათასი დაავადებული შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ მათ ნახევარს ლაბორტორიული ტესტით ჰქონდა დადასტურებული ვირუსის არსებობა, ხოლო დანარჩენების პასუხები უარყოფითი იყო. თუმცა მათ ასევე აღენიშნებოდათ სპეციფიკური სიმპტომები, ხოლო ფილტვების მდგომარეობა COVID-19-ზე მეტყველებდა.

გრიპია თუ COVID-19? მთავარი განსხვავება სიმპტომების თანმიმდევრობაა – ქვეყნდება კვლევ>>

გამომდინარე იქიდან, რომ სიმპტომატიკასა და ინფექციური პროცესის სირთულეში მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტესტირების პასუხებზე დაყრდნობა გამართლებული არ არის — დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე უნდა დაისვას.

„ქვეყნების უმრავლესობაში სტატისტიკა არ ითვალისწინებს ადამიანებს, რომლებსაც COVID-19 ლაბორატორიულად არ დაუდასტურდათ. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ან COVID-19-ით დაიღუპნენ, მნიშვნელოვნად მეტია“, — აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი დანიილ მუნბლიტი.  

მანამდე ტესტების არასანდოობის საკითხზე ისაუბრა უმაღლესი კატეგორიის პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმაც, რომლის თქმით, კორონავირუსის მკაფიოდ გამოხატული კლინიკური სიმპტომების მქონე ადამიანებს ტესტები ხშირად უარყოფით პასუხს აძლევს. ამასთან არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანს ინფექციის არანაირი გამოვლინება არ აღენიშნება, თუმცა ერთი ლაბორატორიის ტესტი ანტისხეულების მაღალ დონეს აჩვენებს, მეორე ლაბორატორიისა – ნულოვანს.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)

მთავარი თემები