20:07 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2472)
34 0 0

ეპიდემიოლოგის განცხადებით, სხვადასხვა სახის თავყრილობებმა, შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ნებისმიერი თავყრილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს მიაღწია.

„სამწუხაროდ, ნებისმიერი თავყრილობა, ჩემთვის არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, რას დაარქმევთ, ნებისმიერი თავყრილობა ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, მით უმეტს, თუ არ არის დაცული ელემენტარული წესები, ნიღაბი და დისტანცია“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ ვირუსების სეზონზე წყლის ჭავლით ადამიანების დაშლის საშიშროებაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე, სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა მნიშვნელოვნად შეამცირებს მოქალაქეების მობილობას.

ცერცვაძე: თუ არ გვინდა ლოკდაუნი, მაშინ უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები>>

9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2927-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი, გარდაიცვალა 499 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2472)

მთავარი თემები